ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ამერიკელი პროფესორები ეწვივნენ

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩართულია საქართველოში აშშ-ს საელჩოს მედია განათლების MEDIA EDUCATION PROGRAM (MEP) საგრანტო პროგრამაში. პროგრამის ფარგლებში ბსუ-ს სამუშაო ვიზიტით ჩიკაგოს დეპოლის უნივერსიტეტის, სამხრეთ ილინოისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, მედიაექსპერტები და საქართველოში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები ეწვივნენ.

ამერიკელმა პროფესორებმა ჟურნალისტიკის პროგრამის განმახორციელებელი და სხვა დაინტერესებული პირებისათვის მასტერკლასი ჩაატარეს, ქართველ კოლეგებს პროგრამის შემუშავების მოდელები გაუზიარეს და აშშ-ს საგანმანათლებლო სივრცეში არსებული სიახლეები გააცნეს.

 პროგრამას ახორციელებს აშშ-ის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება (Public Affairs Section of the U.S. Embassy) ამერიკულ გრანტიორ ორგანიზაციასთან ერთად. პროგრამა სრულად დაფინანსებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ (US Department of State), პარტნიორმა ორგანიზაციამ World Chicago წელს უმასპინძლა საქართველოს რამდენიმე უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროგრამის, მათ შორის ბსუ-ს ასოცირებულ პროფესორს, ინგა შამილიშვილს. პროგრამის ფარგლებში თსუ-სთან ერთად, შემუშავდა „ციფრული მედიისა და ინოვაციების“ (Digital media and innovation) სამაგისტრო პროგრამა, რომელიც ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე განხორციელდება. ახალი პროგრამა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის მიმართულების განვითარებისათვის.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა