ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდთან (IFES) და სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციასთან (CELA) თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. დოკუმენტი მიზნად ისახავს ბსუ-ს საბაკალავრო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტების სამოქალაქო განათლების სწავლების ხელშეწყობას და სტუდენტების ჩართულობას ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობა ასევე განხორციელდება სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამის დანერგვის, მონიტორინგისა და შეფასების, სამოქალაქო განათლების ლექტორთა პროფესიული განვითარებისა და სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობების მიმართულებით.
შეხვედრაზე IFES-მა და CELA-მ მემორანდუმი გააფორმეს ასევე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასთან და ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტთან.
უკან |