ბულგარეთის განვითარების ფონდსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ხელშეკრულება გაფორმდა

სურათი

ბულგარეთის საელჩოში გაფორმდა ხელშეკრულება ბულგარეთის განვითარების ფონდსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის, პროექტის „ბულგარეთის გამოცდილების გაზიარება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინსტიტუციური განვითარებისათვის“ სახელწოდებით. პროექტს ხელი მოაწერეს საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ილია ნაჩევმა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, თამარ სირაძემ.

პროექტის მიზანია მედია სწავლების ევროპული სტანდარტების დანერგვა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ითვალისწინებს უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის მედია კომპეტენციების სრულყოფას მედიაეთიკის, დეზინფორმაციისა და სხვა აქტუალურ საკითხებში. პროექტით გათვალისწინებულია აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების სტაჟირება ქ.სოფიას კლიმენტ ოხრიცკის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სახელმძღვანელოს თარგმნა, ერთობლივი სასწავლლო მოოდულის შექმნა და შემაჯამებელი კონფერენციის გამართვა. პროექტი  ორი წლის განმავლობაში განხორციელდება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა