ვებინარი თემაზე: „COVID-19, როგორც საგანმანათლებლო ცვლილების კატალიზატორი?“

სურათი

ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „ციფრული ინოვაციების დანერგვა  სკოლებში რეგიონული ინოვაციური ჰაბებისა და მენტორინგის მოდელის საშუალებით“  („iHubs4Schools - Accelerating Digital Innovation in Schools through Regional Innovation Hubs and a Whole-School Mentoring Model“) ჩატარდა ვებინარი  თემაზე: "COVID-19 as a catalyst for educational change?"  - "COVID-19, როგორც საგანმანათლებლო ცვლილების კატალიზატორი? ".

ვებინარის მონაწილეებმა პანდემიის პერიოდში განათლების სისტემის წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრეს და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს სკოლებში ტექნოლოგიების განვითარების საჭიროებას. 

პროექტ iHUB4Schools ბსუ-ს გუნდის წევრმა, რექტორის მოადგილემ თამარ სირაძემ ისაუბრა საქართველოში პანდემიით გამოწვეულ სირთულეებზე და მათი გადაჭრის მიზნით საგანმანათლებლო სივრცეში დანერგილ სიახლეებზე.  ვებინარში ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ აჭარის ზოგადსაგანმანთლებლო სკოლის მასწავლებლები, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი და პროექტში ჩართული ბსუ-ს პერსონალი.

პროექტის iHubs4Schools მიზანია,  დაეხმაროს და ხელი შუწყოს პროექტში ჩართული 5 ევროპული ქვეყნის 75 სკოლასა და 600 მასწავლებელს, როგორც  სკოლებში, ასევე სკოლებს შორის მენტორინგის სქემის დანერგვასა და გავრცელებაში რეგიონული ინოვაციური ჰაბების  საშუალებით.  პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები ხელს შეუწყობს სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებას ციფრული ინოვაციების დანერგვის კუთხით. მენტორინგის მოდელი გულისხმობს სკოლების უწყვეტ მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას შეფასების უახლესი მიდგომებისა და სწავლის ანალიტიკური სტრატეგიების გამოყენებით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა