ბსუ-ს ოთხმა სტუდენტმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსში გაიმარჯვა

სურათი

ბსუ-ს სტუდენტებმა: სალომე აბულაძემ, ნესტან ვარშანიძემ, გიორგი აბაშიძემ და გიორგი ბაციკაძემ  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსში გაიმარჯვეს. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტი სალომე აბულაძე განახორციელებს  პროექტს - „ბუნებრივი და ხელოვნური ჰუმორული (ანტისხეულები) იმუნიტეტის შესწავლა Sars-Cov-2-ის მიმართ სამედიცინო პერსონალში“ (ხელმძღვანელები, ასოცირებული პროფესორები: ლეილა ახვლედიანი და მარინა ნაგერვაძე).

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი ნესტან ვარშანიძე განახორციელებს პროექტს „ლურჯი ეკონომიკა: „იმპორტშეცვლილი დარგების განვითარების პერსპექტივები  ზღვისა და მდინარის პროდუქტების მაგალითზე“ (ხელმძღვანელი, პროფესორი ნათია წიკლაშვილი), ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი გიორგი აბაშიძე პროექტს - „ციფრული ეკონომიკა - საგანმანათლებლო დაწესებულებების გაციფრულების დონის შეფასება უნივერსიტეტის მაგალითზე“ (ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ბადრი გეჩბაია)  და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი გიორგი ბაციკაძე პროექტს - „ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა საქართველოში XX საუკუნის 70-90-იან წლებში“ (ხელმძღვანელი, პროფესორი ოთარ გოგოლიშვილი).

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს ულოცავს მნიშვნელოვან გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.

მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად გრანტების გაცემის მიზანია მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაზრდის, აკადემიური დონის ამაღლებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა, ასევე, სწავლის პროცესში კვლევის ინტეგრაციისა და თემატური და ინტერდისციპლინური მიმართულებით კვლევითი აქტივობის განვითარების ხელშეწყობა.

  გამარჯვებული პროექტები

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა