ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა 2019 წლის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის გამარჯვებულ სტუდენტებს სტუდენტთა სამეცნიერო შრომების კრებული გადასცა. კრებული მრავალდარგობრივია და მასში ეკონომიკის, სამართალმცოდნეობის, პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებათა, საბუნებისმეტყველო, მედიცინის, გეოგრაფიის, აგრარულ, ზუსტ მეცნიერებათა, ასევე ისტორიის, აღმოსავლეთმცოდნეობის, ეთნოგრაფიის, არქეოლოგიის, ლიტერატურათმცოდნეობის, ფოლკლორის, ენათმეცნიერების მიმართულებით შექმნილი სამეცნიერო შრომებია წარმოდგენილი.
სტუდენტური სამეცნიერო შრომებით დაინტერესებულ პირებს კრებული შეუძლიათ იხილონ ბსუ-ს ბიბლიოთეკაში ან ელექტრონულად შემდეგ ელმისამართზე: https://www.bsu.edu.ge/sub-23/page/2-195/index.html
უკან |