23-25 ივნისს, ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 328-ე აუდიტორიაში ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ევროინტეგრაცია და სურსათის უვნებლობის გამოწვევები“. კონფერენციის მიმართულებებია ბიოუსაფრთხოება - გარემოსა და სურსათის უსაფრთხოება, ლაბორატორიული საქმიანობა - სურსათის ლაბორატორიული კვლევები, სამართალმცოდნეობა - სურსათის უვნებლობის სამართლებრივი საფუძვლები, ბიზნესი - სურსათის კვლევის ლაბორატორიული ბაზარი. მომხსენებლის სტატუსით მონაწილეობისათვის, გთხოვთ, წარმოადგინოთ თეზისები ქართულ ან/და ინგლისურ ენაზე, ელფოსტაზე conf.lab2023@gmail.com
კონფერენციის ორგანიზატორები:
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- საქართველოს ლაბორატორიების ასოციაცია;
- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს:
ლევან გორგილაძე, მობ.: 577 29 52 52. ელფოსტა: levangorgiladze63@gmail.com
უკან |