ICON•S საქართველოს ყოველწლიური კონფერენცია „თანამედროვე საჯარო სამართლის გამოწვევები"

სურათი

2023 წლის 24-25 ივნისს ბათუმის შოთა რუსთავერლის სახელმიწფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოების (ICON•S საქართველოს) სამეცნიერო კონფერენციას „თანამედროვე საჯარო სამართლის გამოწვევები". კონფერენცია იმართება ბათუმის შოთა რუსთავერლის სახელმიწფო უნივერსიტეტის, USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის და აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით და ეძღვნება იურიდიული ფაკულტეტის 30 წლის იუბილეს. ICON•S საქართველო არის აკადემიური ორგანიზაცია რომელიც საქართველოში გასული წლიდან ჩამოყალიბდა, აერთიანებს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის, მათ შორის ბსუ-ს აკადემიურ პერსონალს და მისი მიზანია ხელი შეუწყოს საჯარო სამართლის განვითარებას საქართველოში, კვლევითი საქმიანობის პოპულარიზაციას და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებას.

კონფერენციაში მონაწილეობს 100-ზე მეტი მომხსენებელი ქართული და უცხოური უნივერსიტეტიდან, გაიმართება 4 პლენარული სესია მოწვეულ უცხოელ და ქართველ ექსპერტებთან ერთად, 24 თემატური პანელური სესია, წიგნის პრეზენტაცია და წიგნების გამოფენა. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ვებგვერდს https://www.icon-society.ge/კონფერენცია-2023 და იხილოთ კონფერენციის პროგრამა.

 

  კონფერენციის პროგრამა

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა