ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა, ტურიზმის ფაკულტეტის დეკანმა ირაკლი კორძაიამ, ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებმა: ქეთევან მგელაძემ და ჟანა ჩხიკვაძემ, აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, თინათინ ზოიძესთან ერთად სსიპ ,,კურორტების განვითარების სააგენტოს” მიერ ორგანიზებულ პირველ საერთაშორისო კონფერენციაში ,,კურორტების მდგრადი განვითარების ტენდენციები და გამოწვევები” მიიღეს მონაწილეობა. კონფერენცია ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა. მინისტრმა თავის გამოსვლაში საქართველოში კურორტების განვითარების საჭიროებასა და ამ სექტორის პოტენციალის მაქსიმალურად და სწორად გამოყენების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში სახელმწიფოს როლზე ისაუბრა.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო, კერძო, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა. კონფერენციის ფარგლებში სამი თემატური სესია გაიმართა - კურორტების მდგრადი განვითარება: ტენდენციები, გამოწვევები და პერსპექტივები; კურორტების განვითარების სოციალური და ეკონომიკური შედეგები და ველნესი და ბალნეოლოგია ჯანმრთელობასა და ადამიანთა კეთილდღეობაში.
უკან |