წარჩინებულ სტუდენტთა დაჯილდოება

სურათი

აჭარის ხელოვნების მუზეუმში წარჩინებულ სტუდენტთა დაჯილდოება გაიმართა. შეხვედრაზე აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტუდენტთა დახმარების პროგრამის მონაწილე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 24 წარჩინებული სტუდენტი დაჯილდოვდა.

სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებას იღებენ სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგიის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე და სასწავლო წლის სემესტრის განმავლობაში აქვთ 91 და მეტი ქულა.

2023 წელს დაფინანსდა 954 სტუდენტი. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 1 500 000 ლარს.

შეხვედრის ფარგლებში 76 წარჩინებულ სტუდენტს მიღწეული წარმატებისათვის სიგელი და  ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადაეცა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა