ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) ყოველწლიური რექტორთა რეგიონული კონფერენცია ბუქარესტში

სურათი

27-28 ივნისს, ქალაქ ბუქარესტში (რუმინეთი) ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) ორგანიზებით გაიმართა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რექტორთა რეგიონული (C2R-ECO) და სამეცნიერო დიპლომატიის კონფერენციები. ყოველწლიური რექტორთა რეგიონული კონფერენცია მიეძღვნა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგნეტოს (AUF) 30 წლისთავს. საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წევრი უნივერსიტეტების რექტორები და რექტორის მოადგილეები, მათ შორის საქართველოს 6 უნივერსიტეტის წარმომადგენელი. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო რექტორის მოადგილე თამარ სირაძემ. შეხვედრებზე განხილული საკითხები მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა: სამეცნიერო დიპლომატია, ინტერნციონალიზაცია, მობილობა, ფრანკოფონული კვლევის მნიშვნელობის ამაღლება. კონფერენციაზე AUF-ის სამი სამუშაო კომისიის წევრებმა წარმოადგინეს მუშაობის შედეგები ინტერნაციონალიზაციის, კიბერუსაფრთხოების და კვლევის განვითარების მიმართულებით.  

ღონისძიებების დასკვნით ნაწილში დაისახა AUF-ის სტრატეგიული გეგმის პრიორიტეტები, სტუდენტთა და მკვლევართა მობილობის საშუალებების და კვლევის განვითარების მხრივ უსდ-ებსა და ბიზნესკომპანიებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა