ბსუ-ს პროფესორებმა და მკვლევრებმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს.

სურათი

ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა და მკვლევრებმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესორებსა და მკვლევრებს ულოცავს მნიშვნელოვან გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.

გამარჯვებული სამეცნიერო საგრანტო პროექტები:

  1. დასავლეთ საქართველოს გვიანპლეისტოცენ-ადრე ჰოლოცენის ხანის რეგიონალური თავისებურებანი (ღია ნამოსახლარებისა და მღვიმური კომპლექსების მიხედვით) - ხელმძღვანელი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი გურამ ჩხატარაშვილი
  1. სუბტროპიკული ხურმიდან (Diospyros Kaki L.) ახალი პროდუქტების წარმოება და ნარჩენების ვალორიზაცია - ხელმძღვანელი აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი მერაბ არძენაძე
  2. ,,მანიპულაციის ენობრივი საშუალებები თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ დისკურსში (ოთხი საარჩევნო პერიოდის ბაზაზე 2012-2024 წწ.)” დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია - საქართველო; სსიპ- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი; პროექტის ხელმძღვანელია  ბსუ-ს საპატიო დოქტორი, ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორი მანანა თანდაშვილი.  ძირითადი პერსონალი: ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მზია ხახუტაიშვილი, ბსუ-ს პოსტდოქტორანტი თათია ცეცხლაძე და ბსუ-ს დოქტორანტი ანასტასია ყამარაული. 

  3. მაგნიტოოპტიკური კვლევის ექსპერიმენტული და თეორიული მეთოდები სპინტრონიკაში. ხელმძღვანელი ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის პროფესორი ლალი კალანდაძე.
  1. პეტრა-ციხისძირის ნუმიზმატიკური საგანძური. ხელმძღვანელი ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი ირინე ვარშალომიძე.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა