სასწავლო-პრაქტიკული ტური ისტორიულ ტაო-კლარჯეთში

სურათი

ისტორიულ ტაო-კლარჯეთში ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის ტრადიციული სასწავლო-პრაქტიკული ტური მოეწყო. სამდღიანი საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში, 50-მდე სტუდენტი ეწვია ხახულის, ოშკის, იშხანის, ოთხთას, პარხალის, დოლისყანის და ტბეთის ტაძრებსა და სამონასტრო კომპლექსებს. საველე პრაქტიკა განხორციელდა კულტურული ტურიზმის, საექსკურსიო საქმის და ტუროპერირების სასწავლო კურსების ფარგლებში და მიზნად ისახავდა სტუდენტებისთვის თეორიული ცოდნის გაღრმავებას და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას.

სასწავლო-პრაქტიკული ტური ბსუ-ს ადმინისტრაციის მხარდაჭერით განხორციელდა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა