ტემპუსის საგრანტო პროექტებისა და რეგიონული სემინარის შედეგების წარდგინება

სურათი

ტემპუსის საგრანტო პროექტებისა და ტექნოლოგიების გადაცემის საკითხისადმი მიძღვნილი რეგიონული სემინარის შედეგების წარდგინება გაიმართა. მენეჯერმა, ასოცირებულმა პროფესორმა ლელა თურმანიძემ პროექტების ,,ინტერნაციონალიზაციისა და უმაღლეს განათლებაში ხარისხის უზრუნველყოფის შედარებითობის ხელშეწყობა” (PICQA) და ”უნივერსიტეტისა და საწარმოს თანამშრომლობის გაძლიერება კომპეტენციებზე დაფუძნებული სწავლების გზით სომხეთში, საქართველოსა და უკრაინაში cap4com” მიზნებზე და განხორციელების პირობებზე ისაუბრა. რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ნათია წიკლაშვილმა და სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის წამყვანმა სპეციალისტმა ლილით მელოიან-ფუტკარაძემ ინტელექტუალურ საკუთრებაზე იმსჯელეს. ყურადღება გაამახვილეს უნივერსიტეტსა და ინდუსტრიას შორის მჭიდრო ურთიერთობის დამყარებისა და ინტლექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის უნივერსიტეტების საინიციატივო პროგრამაში გაწევრიანების აუცილებლობაზე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა