თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იუნუს ემრეს ინსტიტუტს შორის. ხელშეკრულება ითვალისწინებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ერთობლივი სასწავლო-სამეცნიერო პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების განხორციელებას. მემორანდუმი ხელს შეუწყობს განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის თურქული ენისა და ლიტერატურის მიმართულებისათვის თურქეთიდან მაღალკვალიფიციური კადრების მოწვევას, პროფესორ-მასწავლებლების უცხოეთში სტაჟირებას, კაბინეტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებასა და ლიტერატურის მიწოდებას.
უკან |