ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტსა და გრაცის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სამართლებრივი კვლევების პოპულარიზაციას, სტუდენტებისა და იურისტების პროფესიულ განვითარებას, ერთობლივი სასწავლო და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას. მხარეები ასევე სასწავლო, სამეცნიერო და მეთოდოლოგიური ლიტერატურის ურთიერთგაცვლაზე, ერთობლივი კონფერენციების, სემინარების, ვორქშოფების ჩატარებასა და ბიბლიოთეკების გამოყენებაზე შეთანხმდნენ. მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა ბსუ-ს ბაზაზე „ევროპული სამართალი“-ს თემაზე საზაფხულო სკოლის ჩატარება.
უკან |