საქართველოში ამერიკის საელჩოსა და საერთაშორისო განათლების ცენტრის ორგანიზებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკული განათლების დღე აღინიშნა. საქართველოში ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშემ ლოლა პეტროვამ, ინგლისური ენის ექსპერტმა კარლა მორტენსინმა, საერთაშორისო განათლების ცენტრისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ნინო ინაიშვილმა, თეა კუჭუხიძემ, თამარ ქარჩავამ სტუდენტებს აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამები გააცნეს. წარდგინების დასასრულს პროგრამების „მშვიდობის კორპუსის“, „ისწავლე და ასწავლე საქართველოსთვის“ მოხალისეებისა და ამერიკული უნივერსიტეტების კურსდამთავრებულების მონაწილეობით დისკუსია გაიმართა თემაზე: „სტუდენტური ცხოვრება ამერიკაში“.
უკან |