პოტსდამის უნივერსიტეტს ოთხდღიანი სამუშაო ვიზიტით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი მარინა ქორიძე, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი, პედაგოგიკის დოქტორი მადონა მიქელაძე და ევროპეისტიკის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი ნელი ახვლედიანი ეწვივნენ. ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ერთობლივი სასწავლო-სამეცნიერო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას. ქართველმა და გერმანელმა კოლეგებმა შეხვედრებზე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს, როგორიცაა: პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების ამოქმედება, კვლევების წარმოება განათლების მიმართულებით, პედაგოგიური პრაქტიკა ქართველი და გერმანელი პროფესორების თანახელმძღვანელობით, განათლების მიმართულების პროგრამების ექსპერტიზა და ენების ცენტრის შექმნა. პოტსდამის უნივერსიტეტის დელეგაცია ბათუმს საპასუხო ვიზიტით 2013 წელს ეწვევა.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები:
• ბრანდენბურგის ფედერალური მიწის განათლების მინისტრი, პროფესორი საბინე კუნსტი;
• გერმანიაში საქართველოს ელჩი გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი;
• რექტორის მოადგილე, საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი რია დე ბლეზერი;
• განათლების მეცნიერებათა პროფილის ხელმძღვანელი, პროფესორი ვოლფგანგ ლაუთერბახი;
• ენების ცენტრის ხელმძღვანელი, დოქტორი დორის გებერტი;
• ლანდტაგის განათლების, კვლევისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე იენს ლიპსდორფი
• ბრანდენბურგ–საქართველოს საზოგადოების თავმჯდომარე პავლე შპეტიშვილი;
ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები მიწვეული იყვნენ ასევე როსტოკის უნივერსიტეტსა და ბრანდენბურგის ფედერალური მიწის პარლამენტის მეცნიერების, კვლევისა და კულტურის კომისიის სხდომაზე.

უკან |