რსუ-ს რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ და სასწავლო და დასაქმების პროგრამების საერთაშორისო ასოციაციის თავმჯდომარემ გოჩა გოგუაძემ თანამშრომობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება ითვალისწინებს ერთობლივი სამეცნიერო, სასწავლო და კულტურული პროექტების განხორციელებას, სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და მეცნიერებისათვის გაცვლითი პროგრამების ამოქმედებას და დისტანციური სწავლების ხელშეწყობას. მხარეები ასევე უზრუნველყოფენ სამეცნიერო კონფერენციების, სიმპოზიუმების, სემინარებისა და ვორქშოფების ორგანიზებას.
უკან |