შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მშვიდობის კორპუსს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულების საფუძველზე მხარეები ხელს შეუწყობენ ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებასა და თანამშრომლობის განხორციელებას განათლებისა და მეცნიერების სფეროში. მემორანდუმის თანახმად მოკლევადიანი მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მშვიდობის კორპუსის ამერიკელი მოხალისეები რსუ–ში მასტერკლასებს ჩაატარებენ, ხოლო ტურიზმის მენეჯმენტის სპეციალისტი დევიდ ჰარისონი ლექციებს წაიკითხავს რესტორნის მენეჯმენტისა და ტუროპერირების მიმართულებით. ხელშეკრულების ფარგლებში დაიგეგმა ერთობლივი სასწავლო და კულტურული პროექტების განხორციელება.
უკან |