უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში პროექტის: „ინტერდისციპლინარული კვლევები ენის კორპუსის გამოყენებით“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი მიზნად ისახავს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვოკულტურული და ინტერდისციპლინარული კვლევების მიმართულებით საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციას, ქართველ და უხოელ მეცნიერთა თანამშრომლობასა და ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციას. პროექტის საინიციატივო ჯგუფის წევრებმა, რომელიც ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის, აშშ-ს კოლუმბიის უნივერსიტეტის და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებისაგან შედგება ქართულენოვანი სამეცნიერო ლიტერატურის კორპუსის შექმნაზე იმსჯელეს. დაიგეგმა “ვეფხისტყაოსნის” ქართულ და უცხო ენებზე თარგმნილი კორპუსის დიგიტალიზაცია და ორიგინალისა და თარგმანების პარალელური ტექსტის სამეცნიერო დამუშავება - საძიებო სისტემით აღჭურვა პარალელური ბმულების გამოყენებით.
უკან |