გონიო-აფსაროსის ციხეში არქეოლოგიური გათხრები განახლდა

სურათიგონიო–აფსაროსის მუზეუმ–ნაკრძალის ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიზნობრივად, მუზეუმ–ნაკრძალში ჩასატარებელი არქეოლოგიური სამუშაოებისათვის 30 000 ლარი გამოუყო. პროექტი ითვალისწინებს საველე, კამერალურ და საგამომცემლო სამუშაოებს. მასში ჩართულია რსუ–ს პროფესორ–მასწავლებლები, დარგის სპეციალისტები და ისტორიის სპეციალობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები. პროექტის მიზანი სტუდენტებისათვის სასწავლო პროგრამით მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკით განმტკიცება, ახალაღმოჩენილი მასალების საფუძველზე კვლევითი ხასიათის ნაშრომების შექნა, სამეცნიერი კონფერენციებზე წარდგენა და სტუდენტ-არქეოლოგთა შრომების კრებულის გამოცემაა.

გონიო აფსაროსის ციხეში განახლებული გათხრები აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გია აბულაძემ და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ მოინახულეს. გათხრების შედეგად მოპოვებული ისტორიული მნიშვნელობის მქონე ნივთები დაათვალიერეს და სტუდენტებს წარმატებები უსურვეს.

გონიო–აფსაროსში სამუშაოები წარმოებს ციხის სამხრეთ–დასავლეთ კუთხეში, სადაც მოსალოდნელია სამეთუნეო ქურა–სახელოსნის აღმოჩენა, სამხრეთ კედელთან, სადაც შეისწავლება რომაული პერიოდის წყალგაყვანილობის სისტემა, რეზერუარები, კედლის და კულტურული ფენების სტატიგრაფია, ასევე ციხის ცენტრალურ ნაწილში გამოვლინდა დიდი ზომის ნაგებობათა ნაშთები, რომელიც მოპოვებული მასალის მიხედვით ახ.წ. II საუკუნით თარიღდება. ამჟამად არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია სხვადასხვა პერიოდის (კლასიკური, გვიანანტიკური, ბიზანტიური და გვიანშუასაუკუნეების) სხვადასხვა დანიშნულების ლითონის, კერამიკისა და მინის სხვა სახის ნაკეთობები.

გონიო–აფსაროსში არქეოლოგიური გათხრები 10 სექტემბერს დასრულდება.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა