შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ორგანიზებით რსუ-ში მათემატიკოსთა II საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. ხუთდღიან სამეცნიერო ფორუმზე მსოფლიოს 19 ქვეყნის 231 მათემატიკოსი დარგის თანამედროვე მიღწევებსა და სამეცნიერო კვლევის შედეგებს წარმოადგენენ. სამეცნიერო კონფერენცია ცხრა სექციად იმუშავებს და გამოყენებითი და თეორიული მათემატიკის შემდეგ მიმართულებებს მოიცავს: მათემატიკური ლოგიკა, გამოყენებითი ლოგიკა და პროგრამირება; ტოპოლოგია, ალგებრა და რიცხვთა თეორია; ნამდვილი და კომპლექსური ანალიზი; ჩვეულებრივი და კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებები და მათი გამოყენება; ალბათობის თეორია და სტატისტიკა, ფინანსური მათემატიკა; მათემატიკური მოდელირება და რიცხვითი ანალიზი; უწყვეტ გარემოთა მექანიკა; მათემატიკური ფიზიკა.
პროგრამა-1პროგრამა-2
უკან |