შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალიოშა ბაკურიძე რვა დღის განმავლობაში ყველა სტუდენტს შეხვდა და 2011-2012 სასწავლო წლის სიახლეებსა და პრიორიტეტებზე ესაუბრა. ახალგაზრდებს დეტალურად გააცნო სასწავლო პროცესთან, სტუდენტთა რეგისტრაციასთან, სტიპენდიების გაცემის წესთან და შეფასების კრიტერიუმებთან დაკავშირებული ცვლილებები. რსუ-ს მთავარ საზრუნავად რჩება სწავლების ხარისხის, სასწავლო პროცესის, სამეცნიერო კვლევა-ძიების, ხარისხის უზრუნველყოფის სისტემისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას, სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და მკვლევრების საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლასა და სტაჟირებას. რსუ-ს რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ 100 პროცენტიანი გრანტის მფლობელს, ტურიზმის ფაკულტეტის I კურსის სტუდენტს თამთა ქარცივაძეს საჩუქრად ნოუთბუქი გადასცა.
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიცემა სხვადასხვა სახის სტიპენდია. წინა წლებისაგან განსხვავებით პირველად აიღებენ სტიპენდიას 100 ლარის ოდენობით ის პირველკურსელები, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციისას პირველ რიგში მითითებული ჰქონდათ რსუ-ს შესაბამისი ფაკულტეტი და მეოთხე გამოცდაზე მიღებული აქვთ ყველაზე მაღალი ქულა.
ასევე პირველად 50 ლარიან სტიპენდიას მიიღებენ მეორე სასწავლო წლიდან უწყვეტი კარგოსანი, 81 ქულის მქონე სტუდენტები. რაც შეეხება წარჩინებულ (91 და მეტი ქულის მქონე) სტუდენტებს, მათთვის კვლავ 100 ლარიანი სტიპენდიაა გათვალისწინებული.
გაიზარდა ავთანდილ ბარათაშვილის სახელობის სტიპენდიის რაოდენობა. ოთხი, კონკურსის წესით შერჩეული წარჩინებული და სოციალურად დაუცველი სტუდენტი 250-ის ნაცვლად 355 ლარს მიიღებს. რაც შეეხება ცნობილი პროფესორ-მასწავლებლების სახელობის სტიპენდიებს, მისი რაოდენობა უცვლელი რჩება. ასევე სწავლების მეორე წლიდან წარჩინებულ სტუდენტებს, რომელთაც გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომი, მონაწილეობენ სასწავლო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში, ფაკულტეტების მიხედვით დაწესებული სტიპენდიები დაენიშნებათ.
განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტი:
აკადემიკოსები: დურსუნ ბალაძე და მემედ კომახიძე;
პროფესორები: აბელ სურგულაძე, როლანდ კომახიძე, დავით ხახუტაიშვილი;
დოცენტები: სილოვან დადუნაშვილი, ოთარ ახვლედიანი და ვლადიმერ ქემხაძე;
სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი:
აკაადემიკოსები: ვალერიან მელქაძე, სერგო ჯორბენაძე და ვახტანგ პაპუნიძე;
საინჟინრო-ტექნოლოგიურ ფაკულტეტი:
პროფესორი ნიკო ნიკოლაძე;
აგრარული ტექნოლოგიებისა და ეკოლოგიის ფაკულტეტი:
აკადემიკოს ლევან ყანჩაველი;
სოციალურად დაუცველი სტუდენტებისათვის მოქმედებს სასწავლო სოციალური პროგრამა „სტუდენტთა შეღავათები სწავლის საფასურში“. პროგრამის მიზანია აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის წარჩინებულ, სოციალურად დაუცველ სტუდენტებს დაეხმაროს სწავლის გადასახადის დაფარვაში. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი ან მეტი შვილი) წევრი, იძულებით გადაადგილებული (დევნილის) სტატუსის მქონე, სოციალურად დაუცველი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა, უგზოუკვლოდ დაკარგულად აღიარებულთა შვილი და ობოლი (დედით ან მამით). დედ-მამით ობოლი სტუდენტები თავისუფლდებიან სწავლის გადასახადისაგან.
ცვლილებებია სტუდენტთა შეფასების წესში. სტუდენტი ფასდება არა მხოლოდ დასკვნითი გამოცდით, არამედ სემესტრის მანძილზე გაწეული შრომის მიხედვით, რაც ითვალისწინებს:
შუალედური (ჯგუფში მუშაობა, პრაქტიკული, ლაბორატორიული, მიმდინარე რეიტინგული შეფასება და შესაბამისი სილაბუსით გათვალისწინებული სხვა კომპონენტები) და დასკვნითი გამოცდის შეფასებას.
სასწავლო კურსის/მოდულის მაქსიმალური შეფასება 100 ქულის ტოლია, საიდანაც დასკვნითი გამოცდის მაქსიმალურ შეფასებას ეთმობა 40 ქულა, ხოლო 60 ქულა შუალედურ შეფასებებს (აქედან ჯგუფში მუშაობა, პრაქტიკული, ლაბორატორიული და ა.შ. 40 ქულა, ხოლო რეიტინგული შეფასებები-20 ქულა).
სტუდენტი ვალდებულია შუალედურ შეფასებებში დააგროვოს არანაკლებ 11 ქულა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დასკვნით გამოცდაზე არ დაიშვება.
სტუდენტის შეფასება ხდება შემდეგი სახით:
ა) (A) ფრიადი - 91 ქულა და მეტი;
ბ) (B) ძალიან კარგი - 81-90 ქულა;
გ) (C) კარგი - 71-80 ქულა;
დ) (D) დამაკმაყოფილებელი - 61-70 ქულა;
ე) (E) საკმარისი - 51-60 ქულა;
ვ) (FX) ვერ ჩააბარა - 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება.
ზ) (F) ჩაიჭრა - 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი თავიდან აქვს შესასწავლი.
სტუდენტს დასკვნითი გამოცდისა და შუალედური შეფასებების გაპროტესტების უფლება აქვს შედეგების გამოქვეყნებიდან სამი დღის განმავლობაში, ხოლო თუ დასკვნითი გამოცდა ტარდება გამოცდების და უნარ–ჩვევების შეფასების ცენტრში, სტუდენტს გამოცდის შედეგის გაპროტესტების უფლება აქვს გამოცდის დასრულებისთანავე.
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული გამოცდებისა და უნარ-ჩვევების შეფასების ცენტრი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია სასწავლო პროცესის ორგანიზებულად და ობიექტურად წარმართვისათვის. რადგანაც სტუდენტის ცოდნის ობიექტური შეფასებისას ტესტური გამოცდები მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია უნივერსიტეტი ცდილობს მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საგამოცდო ცენტრის გაფართოებასა და განვითარებას, რათა სტუდენტმა გაცილებით უფრო უკეთეს პირობებში შეძლოს შუალედური და სემესტრული გამოცდების ჩაბარება.
2011-2012 სასწავლო წელს საგამოცდო ცენტრში ინერგება ახალი სისტემა, რომელშიც მოიაზრება ახალი კომპიუტერული კლასები, თითოეულ სტუდენტს ინდივიდუალურად ერთი კომპიუტერი მოემსახურება. ახალი პროგრამის დანერგვა დაეხმარება სტუდენტს მობილიზებულად იმუშაოს კომპიუტერთან მოცემული დროის განმავლობაში, რომლის ამოწურვის შემდეგ პროგრამა დაასრულებს მუშაობას და სტუდენტი მონიტორზე დაინახავს მიღებულ შედეგს. ახალი სისტემის დანერგვა ხელს შეუწყობს აქამდე არსებული ხარვეზების აღმოფხვრას, ამასთანავე ის ხელსაყრელ პირობებს უქმნის სტუდენტებს მუშაობის და ცოდნის ობიექტურად შეფასებისათვის.
გამოცდებზე გამოიყენება როგორც ღია, ისე დახურული ტიპის ტესტები.
საგნის ორჯერ ჩაუბარებლობა იწვევს სტუდენტის სტატუსის არა შეჩერებას, არამედ შეწყვეტას. მას აღდგენა სხვა უმაღლეს სასწავლებელში შეეძლება.
სტუდენტს უფლება არ აქვს დაარეგისტრიროს სასწავლო კურსი/მოდული, თუკი მისი შესწავლის წინაპირობაა კურსი/მოდული, რომელშიც ექნება უარყოფითი, „ჩაიჭრა“ შეფასება.
საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნების შესრულების მიზნით, სტუდენტი ყოველი სასწავლო სემესტრის დაწყებიდან ერთი კვირის ვადაში, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის შემდეგ გადის აკადემიურ რეგისტრაციას, რაც გულისხმობს პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსების/მოდულების შერჩევას და შესაბამისი კრედიტების დაგროვებაზე ვალდებულების აღებას (აფორმებს სასწავლო ხელშეკრულებას დანართი 3-ის შესაბამისად). სტუდენტს უფლება აქვს ერთი სასწავლო წლისთვის დაარეგისტრიროს არაუმეტეს 75 კრედიტის მოცულობის სასწავლო კურსები.
სწავლების ოპტიმალური ვადა ტოლია საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ვადისა. საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული ოპტიმალური ვადის გასვლის შემდეგ სტუდენტს თუკი დარჩება დავალიანება, მას შეუწყდება სტუდენტის სტატუსი.
სწავლების მეორე წლიდან, მობილობის ფარგლებში სტუდენტს უფლება აქვს შეიცვალოს საგანმანათლებლო პროგრამა ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
სტუდენტების მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს ერთი წლის განმავლობაში ორჯერ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ ვადაში, გაზაფხულის სემესტრისა და სასწავლო წლის დასაწყისში. ასევე შესაძლებელია სტუდენტთა მობილობა ფაკულტეტებს შორის (შიდა მობილობა) და გარიცხული სტუდენტების აღდგენა.
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო წელი ორსემესტრიანია. სემესტრი მოიცავს 19 კვირას. 15 კვირა ეთმობა სააუდიტორიო მუშაობას, 3 კვირა – ძირითად საგამოცდო სესიებს და 1 კვირა – დამატებით საგამოცდო სესიებს.
2011–2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სალექციო სააუდიტორიო სამუშაოები სწავლების პირველი საფეხურის სტუდენტებისთვის დაიწყო 19 სექტემბერს, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის 17 ოქტომბერს და დამთავრდება 2011 წლის 30 დეკემბერს. ძირითადი საგამოცდო სესია ჩატარდება 2012 წლის 9 იანვარიდან 28 იანვრის ჩათვლით, ხოლო დამატებითი საგამოცდო სესია - 2012 წლის 8 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით;
გაზაფხულის სემესტრის სალექციო–სააუდიტორიო სამუშაოები დაიწყება 2012 წლის 20 თებერვალს და დამთავრდება 2012 წლის 1 ივნისს. გაზაფხულის სემესტრის ძირითადი საგამოცდო სესია ჩატარდება 2012 წლის 4 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით, ხოლო დამატებითი საგამოცდო სესია 2012 წლის 4 ივლისიდან 12 ივლისამდე. კურსდამთავრებულებს კვალიფიკაცია მიენიჭებათ 2012 წლის 12 ივლისიდან 17 ივლისამდე.
უნივერსიტეტის სამივე საფეხურის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში. რსუ თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის 100-ზე მეტ სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებასთან.
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება შემდეგი პროგრამები:
• ერასმუს მუნდუსი (ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროგრამა);
• გლობალური გაცვლითი პროგრამა ბაკალავრებისათვის (IREX-ის დაფინანსებით);
• ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამა (IREX-ის დაფინანსებით);
• SI -ის (ღია საზოგადოების ინსტიტუტი) პროგრამები;
• SAID-ის სტაჟირებები;
• ვიშეგრადის სამაგისტრო პროგრამები;
• სხვადახვა ქვეყნის სამთავრობო სასწავლო და სტაჟირების გრანტები;
• რსუ-ს პარტნიორი უნივერსიტეტების გაცვლითი პროგრამები;
• საერთაშორისო განათლების ცენტრის პროგრამები.
უცხოეთში სწავლის გაგრძელების, პრაქტიკისა და სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში (საზაფხულო სკოლა, სტუდენტური კონფერენცია, ვორქშოფები, მოკლევადიანი კურსები) მონაწილეობის მსურველ სტუდენტებს დაწვრილებითი ინფორმაციისათვის შეუძლიათ მიმართონ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს: I კორპუსი: ოთახი №35; ტელ: 27-17-81; ელ. ფოსტა: ird@bsu.edu.ge, ვებ-გვერდი: www.bsu.ge/ird.
სტუდენტებს ემსახურება სახელმძღვანელოებითა და სამეცნიერო ლიტერატურით მდიდარი ბიბლიოთეკა. 2011 წელს უმაღლესმა სასწავლებელმა შეიძინა 1364 წიგნი (824 სახელმძღვანელო, 189 დამხმარე სახელმძღვანელო). პროფესორ-მასწავლებლებმა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცეს 1239 წიგნი, მათ შორის 366 სახელმძღვანელო.
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ელექტრონულ რესურსს შეემატა ”დისტანციური სწავლების ცენტრი”, რომლის ინტერნეტითა და კომპიუტერული ტექნიკით სარგებლობა შეუძლიათ დოქტორანტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს.
სტუდენტთა მხარდაჭერისა და მომსახურების სამსახურის ხელშეწყობით შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ხორციელდება სხვადასხვა სასწავლო, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული და სოციალური პროექტი.
კერძო და საჯარო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით სამსახური ახორციელებს სტუდენტთა დასაქმების პროგრამებს. უნივერსიტეტის ვებგვერდზე პერიოდულად ქვეყნდება ინფორმაცია რეგიონის მასშტაბით კერძო და საჯარო სექტორში არსებული ვაკანსიების შესახებ, მიმდინარეობს დაინტერესებულ სტუდენტთა მობილიზება კონკრეტული დასაქმების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. სამსახური აქტიურად იღებს მონაწილეობას ქ. ბათუმის მერიის დასაქმების პროგრამის ორგანიზებაში, ხელს უწყობს სტუდენტთა ჩართულობას საზაფხულო, მოკლევადიან დასაქმებაში.
სტუდენტთა მხარდაჭერისა და მომსახურების სამსახური კოორდინირებას უწევს სტუდენტური სამეცნიერო, შემეცნებითი, კულტურული, სახელოვნებო და სპორტული ცენტრებისა და სექციების მუშაობას. ესენია:
• სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრი;
• მხიარულთა და საზრიანთა კლუბი „მან სან კანი“;
• სტუდენტური თეატრი;
• თანამედროვე ცეკვის წრე;
• კინო კლუბი;
• ქართული ხალხური ცეკვის წრე;
• ვოკალური ანსამბლი;
• მინი ფეხბურთის გუნდი;
• მკლავჭიდის კლუბი;
• კრივის წრე;
საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის სამსახურმა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა პირველკურსელისათვის შექმნა ელექტრონული ფოსტა, რომლის სახელისა და ფოსტის დასადგენად სტუდენტებმა უნდა მიმართონ შესაბამისი სპეციალობის ფაკულტეტებს. სიახლე ხელს შეუწყობს სტუდენტების ინფორმირებულობას. ახალგაზრდები ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაეცნობიან ყველა ცვლილებასა და მარეგულირებელ დოკუმენტს.
ფოსტის შესამოწმებლად სტუდენტები უნდა შევიდნენ უნივერსიტეტის მთავარ ვებგვერდზე (www.bsu.edu.ge ან www.bsu.ge) და ვერტიკალურ მენიუში გახსნან ელ-ფოსტა. ტექნიკური პრობლემების არსებობის შემთხვევაში დახმარებისათვის მიმართეთ საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომუნიკაციის სამსახურს.

უკან |