ბერლინის ჰუმბოლტის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერების ინსტიტუტის ორგანიზებით შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბათუმის პირველი საშემოდგომო სკოლა „ნეირობიოლოგიის საფუძლები“ გაიხსნა. სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში კონკურსის წესით შერჩეული მაგისტრანტები და დოქტორანტები ერთი კვირის განმავლობაში ნეირობიოლოგიური კვლევის თანამედროვე მეთოდებს შეისწავლიან. ახალგაზრდები გაეცნობიან მეთოდურ მიდგომას – პეტჩ კლამპს, რომელმაც უჯრედულ და მოლეკულურ ბიოლოგიასა და ექსპერიმენტული მედიცინის კვლევის დარგში, XXI საუკუნის დასაწყისში რევოლუცია მოახდინა. საშემოდგომო სკოლის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ სიახლეების შესასწავლად თავად ჩაატარონ ცდები ცხოველებზე. თანამედროვე სამეცნიერო აპარატურა რსუ-ს საჩუქრად ჰუმბოლტის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერების ინსტიტუტმა ქართველი პროფესორის თენგიზ გლოველის ინიციატივით გადასცა. საშემოდგომო სკოლის ფარგლებში საჯარო ლექციას ჩაატარებს ცნობილი ამერიკელი მეცნიერი, ნეიროფიზიოლოგიაში მათემატიკური მოდელირების ფუძემდებელი, პროფესორი როჯერ ტრაუბი.
უკან |