სტუდენტური ჩემპიონატი „რა? სად? როდის?“

სურათისტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ სტუდენტური ჩემპიონატი დაიწყო. პირველობა ოთხ ტურად ჩატარდება და მასში რსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის 120 სტუდენტთან ერთად სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიც მიიღებენ მონაწილეობას. სტუდენტური თვითმმართველობა 27 ოქტომბერს სამი საუკეთესო გუნდის წევრებს სიგელებსა და სამახსოვრო საჩუქრებს გადასცემს. ჩემპიონატის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ინტელექტუალური და შემეცნებითი თამაშების პოპულარიზაციას.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა