I საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში

სურათი

I საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა და სამ დღეს გაგრძელდება. სიმპოზიუმი უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრის ორგანიზებით ტარდება. ცნობილი მეცნიერები, ლექსიკოგრაფები და ქართველოლოგები:დონალდ რეიფილდი (დიდი ბრიტანეთი), რეუვენ ენოხი (ისრაელი) დარგის პრობლემებზე, განვითარების გზებსა და პერსპექტივებზე იმსჯელებენ

სიმპოზიუმის ფარგლებში მოეწყობა დასრულებული და მიმდინარე ლექსიკოგრაფიული პროექტების, ელექტრონული და გამოცემული ლექსიკონების პრეზენტაცია. ასევე გაიმართება დისკუსია მრგვალ მაგიდასთან შემდეგ თემებზე:

• ლექსიკონი, როგორც სამეცნიერო ნაშრომი, ლექსიკოგრაფიული პრინციპები და იდეები;
• ლექსიკოგრაფია და საავტორო უფლებები;
• ლექსიკოგრაფია და სახელმწიფო;
• რა ინფორმაციას ინახავს ლექსიკონი ენის შესახებ;
• ლექსიკოგრაფიის თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიები.

სიმპიზიუმის მონაწილეები საქართველოს მთავრობისა და აკადემიური საზოგადოებისადმი გაავრცელებენ სპეციალურ მიმართვას, რომელიც საქართველოში ლექსიკოგრაფიის, როგორც დარგის, გადასარჩენად ეროვნული პროგრამის შექმნას დააჩქარებს.

  სპეციალური მიმართვა

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა