შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 75 წლისთავს მიეძღვნა რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: ,,ბიბლიოთეკა მომავალი თაობის განათლების კერა“. ბათუმელმა, თბილისელმა და ქუთაისელმა მკვლევრებმა სასწავლო პროცესში ბიბლიოთეკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. კონფერენციაზე მოხსენებებთან ერთად წარმოდგენილი იყო გივი ნახუცრიშვილის საუნივერსიტეტო ცხოვრების ამსხაველი ფოტოები და დოკუმენტური ფილმი ,,მერისი“.
უკან |