აჭარის მთავრობის ხელშეწყობით უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გაუმჯობესდება

სურათი

აჭარის მთავრობის ხელშეწყობით მიმდინარეობს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება. თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი 285 კომპიუტერული ტექნიკის კომპლექტითა და 30 პრინტერით აღიჭურვა კომპიუტერული კლასები, სტუდენტური თვითმმართველობა, ბიბლიოთეკა, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, დეკანატები, დეპარტამენტები, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური და ადმინისტრაცია. გაორმაგებული ტექნიკური ბაზა ხელს შეუწყობს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხარისხის ამაღლებას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა