საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს - 26 მაისს მიეძღვნა სტუდენტთა სამეცნიერო სესია. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოლოგიის დეპარტამენტისა და სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებით გამართულ სესიაზე სტუდენტებმა თანატოლებს კიდევ ერთხელ შეახსენეს ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორია და მისი მნიშვნელობა. საქართველოს გაუქმებული სახელმწიფოებრიობა 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადებით აღდგა.
უკან |