3 მაისი 2009 წელი

რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თეატრის სცენაზე რეზო გაბრიაძის ნაწარმოების „უცხო ჩიტის“ პრემიერა შედგა. რეჟისორ ოთარ ქათამაძის მიერ არაპროფესიონალი მსახიობებით დაკომპლექტებული დასისთვის, ეს რიგით მესამე სპექტაკლია.
„უცხო ჩიტი“ სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით დაიდგა და საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა.