29 მაისს დაიწყო და ორ დღეს გაგრძელდება რსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „ჰუმანიტარული მეცნიერებები ინფორმაციოულ საზოგადოებაში“. კონფერენციაში საქართველოსა და უცხოეთის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების სამასამდე მკვლევარი ღებულობს მონაწილეობას.
იმუშავებს შემდეგი სექციები:
• ენათმეცნიერება;
• ლიტერატურათმცოდნეობა;
• ისტორია, არქეოლოგია;
• ფილოსოფია, სოციოლოგია, პოლიტოლოგია;
• ხელოვნების თეორია და ისტორია;
• განათლების მეცნიერება.
კონფერენციის მხარდამჭერები არიან:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განთლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.
უკან |