უნივერსიტეტის ღია კარის დღე ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისათვის ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ღია კარის დღე გამართა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ ახალგაზრდებს სწავლების პირობები, საგანმანათლებლო პროგრამები, სტიპენდიები, გაცვლითი პროგრამები და სიახლეები გააცნო. აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ბსუ-ს პროფესორმა გიორგი მასალკინმა და ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ერმაკოვმა აბიტურიენტებს უნივერსიტეტი წარუდგინეს და წარმატებები უსურვეს. 2014-2015 სასწავლო წელს ბსუ-ში 1220 პირველკურსელი ჩაირიცხება. 40-მდე საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამიდან რამდენიმე სრული სახელმწიფო დაფინანსებით განხორციელდება. ევროკომისიის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო გაცვლითი პროექტებისა და პროგრამების მიხედვით - Tempus, Erasmus mundus, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის მესამე ადგილზეა.

ღია კარის დღე კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობდნენ ბსუ-ს სტუდენტები: პროექტ ,,საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული ლუკა ზაქარიაძე, პროექტ ,,ახალი ხმის“ ფინალისტი თეონა ჩიტიშვილი, კურსდამთავრებული იაგო ბეჟანიძე, უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ტბეთი“ და გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი.
აბიტურიენტებს ღია კარის დღეზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ბუკლეტები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ღია კარის დღეებს მართავენ ასევე აჭარის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონების საჯარო და კერძო სკოლების მეთორმეტე კლასის მოსწავლეებთან.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა