ტემპუსის პროექტის ,,სტუდენტთა კარიერული მომსახურების დანერგვა საქართველოში CASEDE“ ეგიდით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სემინარი გაიმართა. ორი დღის განმავლობაში პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები ინგლისელ, უნგრელ და ლიტველ ექსპერტებთან ერთად, სტუდენტთა კარიერული განვითარების აქტუალურ საკითხებზე მუშაობდნენ. შეხვედრაზე პროექტის მონაწილეები სტუდენტთა კარიერული განვითარების სერვისის ევროპულ მოდელებს გაეცნენ. ასევე იმსჯელეს ქართულ სინამდვილესთან ადაპტირების გზებსა და განვითარების სტრატეგიაზე. სემინარის მუშაობის შედეგები სტუდენტთა კარიერული განვითარების სერვისის გაიდლაინში აისახება.
უკან |