შეხვედრა მაგდერბურგის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგდებურგის უნივერსიტეტისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენელთა სამუშაო ვიზიტი გაიმართა. შეხვედრის მიზანი პროფესიული განათლების მასწავლებელთა მოსამზადებელ ორმხრივ პროგრამასთან დაკავშირებულ დეტალებზე შეთანხმება იყო.

აგრეთვე, შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროფესიული განათლების ადმინისტრირებისა და მართვის ორმხრივი სამაგისტრო პროგრამის ამოქმებედას, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები მაგისტრატურის ერთ ნაწილს გერმანიაში, ხოლო მეორე ნაწილს საქართველოში გაივლიან. დაიგეგმა მაგდებურგის უნივერსიტეტთან ერთად, შესაბამისი ლიტერატურის შერჩევა და თარგმნა, პროფესორ-მასწავლებლების გადამზადება და ორმხრივი ვიზიტების განხორციელება საქართველოსა და გერმანიაში. პროექტის ინიციატორი და ფინანსური მხარდამჭერია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) და მისი წარმომადგენლობა საქართველოში.

მაგდერბურგის უნივერსიტეტსა და ბსუ-ს განათლების ფაკულტეტს შორის დაგეგმილი  ერთობლივი პროექტები მიმდინარე წელს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა