ევროპის დღეები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა ფლეშმობი - საზღვრის გადაკვეთის იმიტაცია გამართეს. ასისტენტ პროფესორმა ლაშა ბაჟუნაიშვილმა და გელა ირემაძემ საჯარო ლექცია წაიკითხეს თემაზე: ევროპის გაერთიანების იდეა და ევროკავშირის თანამედროვე გამოწვევები“. ღონისძიების ფარგლებში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ევროპეისტიკის, სლავისტიკის და ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტებმა საინფორმაციო კუთხეები მოაწყვეს ევროპის ქვეყნების შესახებ. ასევე საინფორმაციო კუთხე წარმოადგინეს ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტმა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა და საერთაშორისო განათლების ცენტრის ბათუმის ოფისმა. „ვკითხულობთ შექსპირს“ - ამ სახელწოდებით სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა შექსპირის სონეტები წაიკითხეს სხვადასხვა ევროპულ ენაზე. ევროპული დღეების ეგიდით, წარდგინება გაიმართა ევროპულ იდენტობაზე, რომლის დასრულების შემდეგ, მუსიკალური ნომრები შეასრულეს ქართველმა და უცხოელმა სტუდენტებმა.
უკან |