უნივერსიტეტში უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი განიხილეს

სურათი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ სანიკიძემ, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მამუკა ბერიაშვილმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლებისა და მეცნიერების რეფორმების სამოქმედო გეგმა წარადგინეს. რექტორთან, პროფესორ ალიოშა ბაკურიძესთან და პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი განიხილეს. საკანონმდებლო სიახლის მიხედვით, იცვლება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტატუსი, მმართველობითი ორგანოები, შეფასების სისტემა, რექტორისა და დეკანის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, აკადემიური პერსონალის შემადგენლობა. რეფორმის შემდეგ დარეგულირდება სახელფასო პოლიტიკა, საბიუჯეტო პროცესის გამჭირვალობა, ცვლილებები შევა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტების გაცემის წესსა და დაფინანსებაში. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა და სამინისტროს წარმომადგენლებმა პროფესორ-მასწავლებლების აქტუალურ შეკითხვებს უპასუხეს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა