ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტისა და ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგიის კათედრის ერთობლივი IV სკოლა-სემინარი "ბიომედიცინის აქტუალური საკითხები" ჩატარდა. სკოლა–სემინარი 2006 წლიდან იმართება და მასში ქვეყნის სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ახალგაზრდა მკვლევრები და სტუდენტები მონაწილეობენ. სამი დღის განმავლობაში ახალგაზრდები ბიომედიცინის უახლეს მიღწევებთან ერთად კვლევის შედეგებს გაეცნენ და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. სკოლა-სემინარის მონაწილეების მოხსენებები კრებულის სახით დაიბეჭდება. "ბიომედიცინის აქტუალური საკითხები" ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით გაიმართა.
უკან |