ბსუ-ს სტუდენტური დასის წარმატება ლატვიის საერთაშორისო ფესტივალზე

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასი „თეატრონი“ ლატვიაში, ქალაქ ელგავაში, 25-30 მაისს გამართულ სტუდენტური თეატრების საერთაშორისო ფესტივალში „მაისის ორი საღამო“ მონაწილეობდა. სტუდენტურმა დასმა ფესტივალზე ფრანგული პიესა „ოჯახური იდილია“ (რეჟისორები: როინ დვალი, გიორგი ფირცხალაშვილი) წარადგინა და პრიზები დაიმსახურა.

ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის მარიამ ქიქავა, ხოლო კაცის მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის მიხეილ ჯინჭარაძე და ირაკლი ქათამაძე დაჯილდოვდნენ. აგრეთვე, ფესტივალში მონაწილეობისთვის პრიზი გადაეცა რეჟისორს როინ დვალს, დასი კი საუკეთესო სპექტაკლის წარდგენისთვის სპეციალური ჯილდოთი დასაჩუქრდა.

საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ვორქშოფები და მასტერკლასები ჩატარდა, სადაც ბსუ-ს სტუდენტები განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ. ლატვიაში გამართულ საერთაშორისო ფესტივალში „მაისის ორი საღამო“ ლატვიის, ესტონეთის, ლიტვის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თეატრები მონაწილეობდნენ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა