წიგნები საქართველოდან ემიგრანტებისთვის

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეუერთდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტს ,,წიგნები საქართველოდან ემიგრანტებისთვის“. უნივერსიტეტის ჰოლში გამართულ ღონისძიებაზე ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა ემიგრანტებს წიგნები უსახსოვრეს. კამპანიის იდეა გაჩნდა საიას მიგრაციის პროექტის ფარგლებში ემიგრანტებთან გამართული შეხვედრების შედეგად, როცა ემიგრანტებმა ხუთი სხვადასხვა ქვეყნიდან   - პოლონეთი, თურქეთი, საბერძნეთი, უკრაინა, იტალია საურთიერთობო სივრცის შექმნის მიზნით, ბიბლიოთეკის შექმნის სურვილი გამოთქვეს. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა