„ერაზმუს მუნდუსის“ გაცვლით პროგრამაში მონაწილე ქართველ და უცხოელ სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

სურათი

უნივერსიტეტში „ერაზმუს მუნდუსის“ გაცვლითი პროგრამის მონაწილე პოლონელი სტუდენტების გაცილება და პროგრამა ELECTRA-ს გამარჯვებული კონკურსანტების წარდგინება მოეწყო. შეხვედრაზე სლავისტიკის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორმა სოფიკო თავართქილაძემ საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში შვედეთის უნივერსიტეტში წარმოებული კვლევა ძიების შედეგები შეაჯამა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი „ერაზმუს მუნდუსის“ ოთხი პროექტის: ALRAKIS-ის, WEBB-ის, ELECTRA-ს, EUROEAST-ის კონსორციუმის წევრია, რაც საშუალებას აძლევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს სწავლის გასაგრძელებლად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად ევროპის წამყვან უნივერსიტეტებს ეწვიონ. პარალელურად ბსუ მასპინძლობს პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს. ALRAKIS-ის პროგრამით 2012-2013 სასწავლო წელს უნივერსიტეტში სწავლას ექვსი ევროპელი სტუდენტი განაგრძობს. შეხვედრის დასასრულს პროექტის კოორდინატორმა ლელა თურმანიძემ პროგრამის მონაწილეებს „ბსუ-ს ერაზმუსელთა კლუბის“ ჩამოყალიბების იდეა გააცნო.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა