ბსუ-ს 5 სტუდენტი პრაქტიკას გერმანიაში გაივლის

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის 5 სტუდენტი აგვისტოში გერმანიაში გაემგზავრება. პროექტის მონაწილეები გერმანული ენის ცოდნისა და აკადემიური მოსწრების საფუძველზე შეირჩნენ. ახალგაზრდები 3 თვის განმავლობაში გერმანიის სხვადასხვა სარესტორნო ქსელში ტურიზმისა და მენეჯმენტის მიმართულებით სასწავლო პრაქტიკას გაივლიან. სტუდენტებს გერმანული სარესტორნო ქსელის "ჰაინრიტცის" დირექტორმა რაინერ ფაშტეტერმა კომპანიის მუშაობის მეთოდები და მიღწევები გააცნო. პროექტი "მაკდონალდსის" სარესტორნო ქსელის კომპანია "ჰაინრიტცის" ორგანიზებით ხორციელდება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა