მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლაზიკა კაპიტალთან“ მემორანდუმი გაფორმდა

სურათი

უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ირაკლი ბარამიძემ, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ედიშერ ჩავლეიშვილმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს „ლაზიკა კაპიტალის“ გენერალურმა დირექტორმა ბესიკ შენგელიამ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება ითვალისწინებს შესაბამისი სპეციალობის სტუდენტთა სასწავლო და პროფესიული პრაქტიკისა და სტაჟირების გავლას, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში პროფესიული და ანალიტიკური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და თეორიული ცოდნის პრაქტიკული საქმიანობით განმტკიცებას. მემორანდუმი მიზნად ისახავს ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულთა დასაქმებას, უნივერსიტეტის თანამშრომლებისა და სტუდენტებისათვის კომპანიის პროდუქციისა და მომსახურების მიწოდებას სპეციალური პირობებით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა