ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტმა შვერინის ბალტიკის კოლეჯთან მემორანდუმი გააფორმა. ხელშეკრულების ფარგლებში ტურიზმის ფაკულტეტის 12 სტუდენტი სასტუმროების და სარესტორნო მენეჯმენტის სამთვიან პრაქტიკულ კურსს მიუნხენში გაივლის. ახალგაზრდები უცო ენის ცოდნის, აკადამიური მოსწრებისა და სამუშაო გამოცდილების საფუძველზე შეირჩნენ. ხელშეკრულება მიზნად ისახავს ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო პროექტების განხორციელებას, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამების ამოქმედებას. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს კონფერენციების, სიმპოზიუმებისა და სემინარების ჩატარებას, გამოცდილების გაზიარებასა და პარტნიორი უნივერსიტეტის ბაზაზე სტუდენტების პრაქტიკის გავლას. ტურიზმის ფაკულტეტის 12 სტუდენტი გერმანიაში 15 აგვისტოს გაემგზავრება.
უკან |