მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

გამოცდების განრიგი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2017-2018 სასწავლო წლისათვის  აცხადებს მიღებას  სამაგისტრო საგანმანათლებლოროგრამებზე

მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება (რეგისტრაცია)  იწარმოებს    2017 წლის 21 აგვისტოდან 25 აგვისტოს ჩათვლით, 10 საათიდან 17 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, რუსთაველის ქუჩა №32, ოთახი №2 (ყოფილი უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის კორპუსი მე-2-ე სართული);

ბსუ-ს მიმღებ კომისიაში  წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ა) განცხადება (შეავსეთ და ამობეჭდეთ)

ბ) პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;

გ) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი;

დ) ბაკალავრის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის (თანდართული დანართით) ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ბსუ-ს კურსდამთავრებულთათვის - უნივერსიტეტის მიერ დამოწმებული, ხოლო 2017 წელს კურსდამთავრებულთათვის -ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე).

ე) ორი ფოტოსურათი, ზომით 3X4–ზე, ელექტრონული ვერსია CD დისკზე;

ვ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის);

ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს შესაბამისი სამაგისტრო პროგრამა

 

მაგისტრატურაში მისაღები გამოცდები ჩატარდეს ბსუ-ს საგამოცდო ცენტრში  (მისამართი: ბათუმი, ფიროსმანის ქ. 12, ტექნოლოგიური ფაკულტეტის კორპუსი) შემდეგი განრიგით:

მისაღები გამოცდა უცხო ენაში-2017 წლის 30 აგვისტო (დაწყების დრო:  I ცვლა - 1000 საათი,  II ცვლა - 1400 საათი;  III ცვლა- 1700 საათი):

გამოცდის შედეგები გამოცხადდება - 2017 წლის 31 აგვისტო.

საპრეტენზიო განცხადებების მიიღება - 2017 წლის 1 სექტემბერს.

 საპრეტენზიო განცხადებებზე პასუხის გაიცემა - 2017 წლის 4 სექტემბერს.

მისაღები გამოცდა სპეციალობაში- 2017 წლის 5 სექტემბერს (გამოცდის დაწყების დრო:  I ცვლა - 1000საათი,  II ცვლა - 1400 საათი;  III ცვლა- 1700 საათი):

გამოცდის შედეგები გამოცხადდება - 2017 წლის 6 სექტემბერს;

საპრეტენზიო განცხადებების მიიღება - 2017წლის 7 სექტემბერს.

საპრეტენზიო განცხადებებზე პასუხის გაიცემა - 2017 წლის 8 სექტემბერს.

გამოცდაზე დასასწრებად კონკურსანტმა უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი;

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ. ფოსტა: graduatestudies@bsu.edu.ge

ტელ.: + 995 599 79-92-90


სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები:

ტექნოლოგიური ფაკულტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

იურიდიულიფაკულტეტი

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

განათლების ფაკულტეტი

ტურიზმის ფაკულტეტი

 

უცხო ენების ტესტების ნიმუშები ლინგვისტიკისა და ევროპეისტიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებისათვის  (გარდა ქართული ფილოლოგიის მიმართულებისა)

უცხო ენების ტესტების ნიმუშები გამოცხადებულ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე (მათ შორის ქართული ფილოლოგიის მიმართულებით)

  განცხადება
  ბრძანება

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა