უნივერსიტეტს აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების უფროსი ეწვია

სურათი

აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების უფროსი ჯეფრი რენო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი რექტორთან მერაბ ხალვაშთან, რექტორის მოადგილეებთან თამარ სირაძესთან, ნათია წიკლაშვილთან და დეკანებთან გამართულ შეხვედრაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამებს, ისტორიას, განვითარების სტრატეგიას, პრიორიტეტებს და აშშ-ის საელჩოს ხელშეწყობით განხორციელებულ პროექტებს გაეცნო. ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები, ბსუ-ში ამერიკელი პროფესორ-მასწავლებლების მოწვევა, სასწავლო-სამეცნიერო პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების განხორციელება. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა