რევაზ უზუნაძის, რამაზ სურმანიძისა და ნუგზარ ზოსიძის წიგნის „ბათუმი“ პრეზენტაცია

სურათი

რევაზ უზუნაძის, რამაზ სურმანიძისა და ნუგზარ ზოსიძის წიგნის „ბათუმი“ პრეზენტაცია ჩატარდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ჭავჭავაძის ბიბლიოთეკაში. მდიდარი წერილობითი მასალების საფუძველზე წიგნში გადმოცემულია ქალაქ ბათუმის ისტორია, თანამედროვე მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები. ნაშრომში მრავლადაა წარმოდგენილი საზოგადოებისათვის უცნობი საილუსტრაციო მასალები: ძველი მსოფლიოს საზღვაო რუკები, ქალაქის გეგმები, ცხრილები და ფოტოსურათები. „ბათუმი“ სამენოვანია, შესრულებულია ქართულ, ინგლისურ, რუსულ ენებზე და განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისათვის. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა