ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგრარულმა მიმართულებამ ბორჯომის ტყის აღსადგენად ნაძვის, სოჭის და ფიჭვის ნერგების გამრავლება დაიწყო.
გაზაფხულზე, ბსუ-ს სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ბორჯომის ტყეში, მწვანე საფარის აღსადგენად უნივერსიტეტის სათბურში გამოყვანილ 1000-მდე წიწვოვანს დარგავენ. პროექტში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, ჩართულია ბათუმის ბოტანიკური ბაღი და ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი.
უკან |