შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული უნივერსიტეტის პროექტები

სურათი

შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის 2013 წლის სახელმწიფო სამეცნიერო და 2013-2014 წლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსების ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და მკვლევრების პროექტები დააფინანსა. ასოცირებული პროფესორის ზაზა შაშიკაძის ხელმძღვანელობით განხორციელდება პროექტი „ქართველ მუსლიმთა მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობა თურქეთში“. ემერიტუს-პროფესორი და ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი შუშანა ფუტკარაძე უხელმძღვანელებს პროექტს „სტამბოლის ქართული სავანის ეპისტოლური და მემუარული მემკვიდრეობა“. სახელმწიფო საგრანტო დაფინანსება მიიღო ასევე პროფესორ ნუგზარ ღომიძის სადოქტორო პროგრამამ ,,მოდულირებული სიგნალები დისპერსიულ გარემოში”, პროფესორ ალეკო კალანდიას სადოქტორო პროგრამამ ,,სტევიას ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები და მათი ცვალებადობა გადამუშავების პროცესში“ და ასოცირებული პროფესორის ლეილა ახვლედიანის სადოქტორო პროგრამამ ,,აჭარაში გავრცელებული ნოზოკომიური ინფექციების გამომწვევების გამოყოფა, იდენტიფიკაცია და ანტიბიოტიკორეზისტენტობის პროფილის შესწავლა”. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა