ბსუ-ს ფუტზალის ნაკრები დასავლეთის გუნდებს შორის საუკეთესოა

სურათი

საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 2014 წლის სტუდენტური ლიგის პირველი შესარჩევი ეტაპი ფუტსალში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაკრებმა წარმატებულად დაასრულა. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდთან გამართული შეხვედრა ანგარიშით 5:2, ბათუმელების სასარგებლოდ დამთავრდა. დასავლეთის გუნდებს შორის ბსუ-ს საუკეთესო ნაკრები ასპარეზობას 2014 წლის თებერვლიდან უმაღლეს ლიგაში განაგრძობს. პირველობა საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის, საქართველოს ფუტსალის ასოციაციის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებითა და კომპანია „ბილაინის“ მხარდაჭერით იმართება. უნივერსიტეტი ულოცავს ფუტზალის ნაკრებს გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა